1.პროექტის სახელწოდება –,,რას დაარქმევდით?,,
2.პროექტის მთავარი იდეა – პროექტის განხორციელებისას მოსწავლეები გაეცნობიან სხვადასხვა კუთხის წესჩვეულებებს, შეძლებისდაგვარად ისწავლიან მათთვის დამახასიათებელ სიმღერებს, ცეკვებს.
3.პროექტის აქტუალობა – ბავშვებმა დამოუკიდებლად შესძლონ საჭირო ინფორმაციის მოძიება.მოსწავლე სწავლობს არა მხოლოდ მასწავლებლისგან, არამედ სხვა საშუალებებითაც (წიგნით,მშობლებთან, თანაკლასელებთან ურთიერთობით, საუბრებით გარეშე პირებთან, ინტერნეტით)
4. პროექტის მიზნები – პატრიოტიზმი, კეთილდამოკიდებულება სამშობლოსადმი, მისი ტრადიციებისა და კულტურისადმი.პატივისცემით მოეკიდოს სხვა კუთხის შემოქმედებას, შეასრულოს სხვადასხვა ცეკვის რამდენიმე ელემენტარული ილეთი,იმღეროს მარტო, სხვებთან ერთად.
წარმოსახვის, დიალოგის, ურთიერთთანამშრობლობის უნარის განვითარება. შეძენილი ცოდნის გამოყენება.
5. მონაწილეთა ასაკი – 10 წელი.
6.ვადები/ ხანგრძლივობა – 4 თვე.
7.მოსალოდნელი შედეგები – წარმოსახვით იმოგზაურონ სხვადასხვა კუთხეში. ჯგუფებმა წარმოადგინონ საქართველოს კუთხეები ჩაცმულობით,ნახატით.მოგვაწოდონ თითოეულ კუთხეზე მცირე ინფორმაცია. შეასრულონ სიმღერები, ცეკვები.
8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები–მე–4 კლასის მუსიკის, ბუნების სახელმძღვანელო, მოსწავლეების მიერ დამზადებული საქართველოს რუკა,რომელიც დაყოფილი იქნება კუთხეებად. აუდიო და ვიდეომასალა. ფოტოაპარატი, კომპიუტერი, პროექტორი.
9.პროექტის მსვლელობა – ძირითადი აქტივობები:
აქტივობა 1 – ბავშვები სხდებიან ჯგუფებად, ემზადებიან მიცემული დავალებების წარსადგენად.
აქტივობა 2 – მოსწავლეები ისაუბრებე იმის შესახებ, თუ რატომ არის საქართველო კუთხეებად დაყოფილი.
აქტივობა 4 – ჯგუფებმა წარმოადგინონ კუთხეები ნახატით, ჩაცმულობით,სიმღერით,ცეკვით.
აქტივობა 5 – სახელმძღვანელოში მუშაობა.
აქტივობა 6 – კროსვორდის შევსება.
აქტივობა 7 – სიმღერის შესწავლა.
10.საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი; პროექტში მონაწილეობს შემდეგი საგნები: ბუნება, ისტორია,ხელოვნება, მუსიკა.
11.პროექტის ხელმძღვანელი – ინგა ბალიაშვილი.
12.ხელმძღვანელის ელ – ფოსტა: i. baliashvili@gmail.com
No comments:
Post a Comment